ჩვენ ვართ ევროპა - ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე აქცია უნდა დაიწყოს, პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
პარლამენტის წინ, დამონტაჟებულია სცენა. საზოგადოებას ოპოზიციონერი ლიდერები და თბილისში ვიზიტით მყოფი, ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის წევრები სიტყვით მიმართავენ.
პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.