ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას.
როგორც ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მთავრობათაშორისი პროცესია და როდესაც "ქართული ოცნება" გარანტიას იძლევა, ის იტყუება:
"მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. როდესაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან"- თქვა პავილიონისმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ევროპელი დეპუტატების შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. [სინქრონული თარგმანი]