ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაციის ჩამოსვლას ეხმიანება.
ჟიგიმანტას პავილიონისი წერს, რომ ყველა ქვეყანას თავისი ჩერჩილის მომენტი აქვს, თუმცა ახლა დროა, საქართველომ გადაწყვიტოს.
„ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ჩერჩილის მომენტი - ახლა დროა, საქართველომ გადაწყვიტოს. საქართველო ევროპაა და არა რუსეთი!" - წერს X-ზე ჟიგიმანტას პავილიონისი.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა.