"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, გაყალბებული არჩევნების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებას, ან თინა ბოკუჩავას პროკურატურაში დაბარებას, რაც სხვათა შორის დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში. სერიოზული გამოძიება ამ მასკარადის მოწყობას კი არ გულისხმობს, სერიოზული გამოძიება გულისხმობს საერთაშორისო აქტორების ჩართვას საგამოძიებო პროცესში, სადაც პროკურატურა კი არ მიითვისებს ხმის მიცემის და ვერიფიკაციის აპარატებს, არამედ რეალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება", - ამბობს თინა ბოკუჩავა.