ვაკე-საბურთალოს საუბნო საოლქო კომისიასთან, სადაც კომისიის წევრები დასკვნით სხდომას მართავენ და შემაჯამებელი ოქმი უნდა დაიწეროს, პოლიციაა მობილიზებული და ხმაურია. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
სამართალდამცველები შენობაში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს არ უშვებენ.