“უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას, ძალიან ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება,” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ვაშაძის თქმით, “ოცნების” მიერ პატრიოტების შეურაცხყოფა და მტრებისთვის ბოდიშის მოხდა საქართველოს ღალატი და სირცხვილია, რაც 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს:
“უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას, ძალიან ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება.
მერწმუნეთ, საოკუპაციო ხაზს მიღმა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ევროკავშირის პასპორტი, ძლიერ საქართველოში ცხოვრება ენდომება და ამიტომაც ვამბობთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან.
არა ბოდიშს, კი ევროპას, კი განვითარებას, კი ტერიტორიულ მთლიანობას და კი ღირსებას. საქართველო იყო და ყოველთვის იქნება ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა და ამ სირცხვილს, რომელიც ჩვენ ახლა ხელისუფლებაში გვყავს და მობრძანებული იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბევრი სირცხვილი ილაპარაკა, ჩვენ ყველანი ერთად, ზუსტად 1 თვეში, 26 ოქტომბერს ჩამოვირეცხავთ, იმიტომ, რომ ამ სირცხვილს, რომელიც აქ იყო და საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უღირსად მოიხსენიებს ჩვენს პატრიოტებს და ბოდიშს უხდის მტერს, აუცილებლად 26 ოქტომბერს ამის გამო მათ გავცემთ პასუხს, როცა “ოცნება” დამარცხდება.” - განაცხადა ვაშაძემ.