ბიძინა ივანიშვილი არის საუკუნის პატრიოტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ტვ პირველის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე გამოკვეთილი პატრიოტი, შეიძლება ითქვას, საუკუნის პატრიოტი, და ერთხელ და სამუდამოდ თქვენც, ჯონ ბასმაც და ყველამ დაიმახსოვრეთ.
არ მაინტერესებს, ბასი რას ამბობს, ქართველი ხალხი რას ამბობს, ეს არის მნიშვნელოვანი. ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის საკუთარ სიცოცხლესაც კი წირავს 2012 წლიდან მოყოლებული და დაასრულეთ რა.
ჯონ ბასის აზრი რატომ მაინტერესებდეს უნდა?“ - თქვა ზავრადაშვილმა.
საქართველოში ყოფილი ელჩის, ჯონ ბასის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი.