ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ აშშ-ის პოლიტიკური საკითხების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბასმა განაცხადა.
საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, როდესაც მისი მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა წევრობის ვალდებულებების შესრულებისთვის, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვისთვის.
"შემშფოთებელი და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი ერთ ინდივიდს: ბიძინა ივანიშვილს" - თქვა ჯონ ბასმა.