"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მის შვილზე მომხდარ თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, პასუხი შალვ პაპუაშვილსაც მოეთხოვება.
"ჯგრო
პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები.
ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე." წერს ფეისბუქზე დავით ბერძენიშვილი.
დღეს სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პარლამენტის წევრებს ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ.