სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ - ინფორმაციას და ფოტოს სალომე ბარკერი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, "სირცხვილიას" წევრს სამი პირი ზურგიდან მიეპარა და სასტიკად გაუსწორდა.
აქტივისტი კლინიკაში გადაიყვანეს.
„შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.
სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ"- წერს ბარკერი.
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პარლამენტის წევრებს ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ.