არა რუსულ კანონს! - ქუთაისში აქციის მონაწილეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს გზა ევროპაშია და არა რუსეთში.
აქციის მონაწილეებს შეუერთდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა.
"მეც მინდა მათთან ერთად შემოვიარო ქუთაისის ქუჩები და ვაცნობოთ ხალხს, რომ ასე ადვილად საქართველო არ გარუსდება. ჩვენ გვინდა თავისუფლება, ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია და ასეც მოხდება", - განაცხადა ლადო აფხაზავამ.
ამასთან, საპროტეტსო აქციები ასევე მიმდინარეობს ზუგდიდში, გორსა და ბორჯომში.