ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან შეხვედრის შემდეგ, სერიოზულად შეგვაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომ ვერტმფრენი, რომელშიც მაღალი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ავარიულად დაეშვა ირანში. ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის“, – წერს ილჰამ ალიევი.
მანამდე მედიამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩავარდა.
გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც ის ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.
ასევე, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი მძიმედ დაეშვა.