ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია. შეკრებილები ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან როგორც ონლაინ სწავლებაზე გადასვლას, ისე მეორე ცვლაში გადანაწილებას.
მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილი სკოლის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს
"ჩვენ ახლა შევდივართ დირექციასთან. როგორც ვიცით, სამინისტროს წარმომადგენელი არ იქნება არ შეხვედრაზე. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ დირექცია თავის პოზიციას გაგვაცნობს და ასევე შემოგვთავაზებს გამოსავალს. ხვალ უკვე სკოლაა, არცერთი წუთი არ უნდა დაიკარგოს ამ ბავშვებისთვის, სად მივდივართ? ისევ ამ სკოლაში თუ შევდივართ, რატომ გახდა აუცილებელი ახლა, ამ ეტაპზე ამ ხმაურის ატეხვა? მე ვფიქრობ, რომ მშობლები კარდაკარ მაკლერებთან არ უნდა ვეძებდეთ შენობას. მშბლების პოზიციას ვაფიქსირებ, წარმოვადგენ ჩემს კლასს, ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ არცერთი დღე ბავშვებმა გარე სივრცეში, თუნდაც პროტესტის მიზნით, არ უნდა დაკრგონ", - განაცხადა სკოლის პედაგოგმა მედიასთან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.
ფოტო: "ტვ პორველი"