ჰამასმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის ჩამოვარდნის გამო, რომელშიც იბრაჰიმ რაისთან ერთად ირანის სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
ავიაკატასტროფის შესახებ დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ჰამასმა სოლიდარობა გამოუცხადა ირანის მთავრობასა და "მოძმე ირანელი ხალხის".
„ამ ძნელბედობის დროს ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მის ხელმძღვანელობას, მთავრობას და ხალხს და ვთხოვთ ყოვლისშემძლე ალაჰს, დაიცვას და უზრუნველყოს ირანის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის უსაფრთხოება და დაიცვას მოძმე ირანელი ხალხი ყოველგვარი ზიანისგან“, - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს მედიამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩავარდა.
გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც ის ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.
ასევე, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი მძიმედ დაეშვა.