საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
"მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც ავლენს ურყევ გამბედაობას და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს", - წერს სანდუ სოციალურ ქსელში.