ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის აღმოჩენის შესახებ. იუყება Mehr.
მანამდე ვერტმფრენის პოვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს Al Alam TV-მა, Reuters-მა, Guardian-მა და სხვა მედიასაშუალებებმა.
ტელეარხმა Press TV-მ ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების წარმომადგენლზე დაყრდნობით, დააზუსტა, რომ შემთხვევის სავარაუდო ადგილს ხუთი ოპერატიული სამაშველო ჯგუფი უახლოვდება.