სტუდენტების საყოველთაო გაფიცვას ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ.
ამ წუთებში აკადემიის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და მოგვიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუერთდებიან.
"აუდიტორიების არ შევალთ მანამ, სანამ კანონპროექტს არ გაიწვევენ, არა რუსულ კანონს! საქართველო და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ყველა ლექტორს მოგიწოდებთ, გამოდით! გამოდით, ხმამაღლა თქვით, ნუ, გეშინიათ სამსახურების დაკარგვის, საქართველო თქვენ ხელშია, ეს ქვეყანა ჩვენ ხელშია," - აცხადებენ აკადემიის სტუდენტები.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, იურიდიულმა კომიტეტმა აგენტების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ფოტო: TV PIRVELI