მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებისა და მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთა და სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯა.
ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებს, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები.
"ჩვენი კატეგროიული მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ზოოფაშზმი, რაც უკვე ჩვეულებრივ ფაშიზმში გადავიდა კალაძის პირით. თუ ჩვენ ამას შევეგუებით, ძაღლების ხოცვა-ჟლეტასთან ერთად ისინი უკვე ადამიანებზე გადავლენ, რაც კალაძემ უკვე თქვა", - განაცხადა ცხოველთა უფლებების დამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა მედიასთან.
ფოტო "ტვ პირველი"