სამაშველო ჯგუფებმა ირანის პრეზიდენტის ჩამოვარდნილი ვერტმფრენი იპოვეს. ამის ამის შესახებ Guardian-ი ირანულ სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და ბორტზე მყოფი სხვა პირების მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, დღეს მედიამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩავარდა.
გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც ის ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.
ასევე, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი მძიმედ დაეშვა.