ავღანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ ღამეს, მხოლოდ ჩრდილოეთ პროვინცია ფარიაბში 66 ადამიანი დაიხრჩო, დაშავდა კიდევ ხუთი, რვა კი დაკარგულად არის მიჩნეული.
გარდა ამისა, განადგურდა ან დაზიანდა 1500 შენობა, სასოფლო-სამეურნეო მიწები და დაიხრჩო ათობით პირუტყვი.
სტიქიამ ასევე დააზარალა ღურის პროვინცია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. რეგიონული ხელისუფლების შეფასებით, 17 მაისიდან წყალდიდობას 55 ადამიანი ემსხვერპლა და 3000-ზე მეტი სახლი გაანადგურა.
ცნობისთის, გასულ კვირას ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გაანადგურა სოფლები ჩრდილოეთ ავღანეთში, დაიღუპა 315 და დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.