როგორც კი რუსეთის დაკვეთას და იქიდან გადმოგდებულ რაღაცას აიტაცებს ჩვენი ხელისუფლება, იქიდან მომენტალურად ტაშია. რანაირად უნდა ვირწმუნო? ყოველ პუნქტში, რასაც ნაბიჯს დგამენ, ყველაფერი არის საწინააღმდეგო - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არ გაკვირვებია კანონის შემობრუნება.
„მინდა მივმართო „ოცნების“ ამომრჩეველს, მართალია, ძალიან მწირია, მაგრამ რისი თქმა მინდა... ხომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ „ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ჩვენ გვინდა ევროატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება, ეს არის ჩვენი გზა და რატომ გვაბრალებთ, ეს კანონი ევროპულია და არა რუსული და ა.შ... აი, ნახეთ, როგორი რამეა: როგორც კი რუსეთის დაკვეთას და იქიდან გადმოგდებულ რაღაცას აიტაცებს ჩვენი ხელისუფლება, იქიდან მომენტალურად ტაშია. რანაირად უნდა ვირწმუნო? ყოველ პუნქტში, რასაც ნაბიჯს დგამენ, ყველაფერი არის საწინააღმდეგო, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.