მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. მესტიის აეროპორტში პირველ ეტაპზე სუფსიდირებული ფრენები იქნება, რაც ნიშნავს, რომ თვითღირებულებასთან შედარებით ბილეთი ბევრად ნაკლები ეღირება.
"პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა სვანეთის განვითარების კუთხით. ეს არის ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტი", - აცხადებს პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, 15 დეკემბრიდან ტურიზმის ეროვნული სააგენტო, კერძო სექტორთან ერთად, სვანეთში დასვენების მსურველებს, სპეციალურ ტურისტულ პაკეტებს სთავზობს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტანდარტულ ტურისტულ პაკეტებთან ერთად, შემუშავდება ასევე "ვიქენდ-ტურები" და "კორპორატიული პაკეტები".
უკვე ცნობილია, რომ მესტიის მიმართულებით ფრენებს კანადური ავიაკომპანია Kენნ Bორეკ Aირ-ი განახორციელებს, რომელიც ფრენების ოპერირებას თავადვე გააკეთებს.
აღსანიშნვია, რომ ავიაკომპანიაა, ძირითადად, აფრიკულ ზოლში დაფრინავს.
პირველი ეტაპისათვის ფრენები პარასკევსა და კვირაობით განხორციელდება და მზარდი მოთხოვნის პირობებში ავიარეისები კვირის სხვა დღეებშიც დაინიშნება. რელიეფის თავისებურებების გამო, ფრენები ძირითადად დღისით განხორციელდება და დღის განმავლობაში შესაძლებელი გახდება სამი რეისის შესრულება.
თბილისი-მესტიის ავიარეისს მხოლოდ ერთი სპეციალიზებული თვითმფრინავი მოემსახურება, რომლის ბორტზედაც 19 კაცი ეტევა. ფრენის ხანგრძლივობა 1 საათს შეადგენს.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში 3 სასტუმრო 49 "გესტჰაუსია", რომლებშიც 429 საწოლია.
რაც შეეხება უშგულს, იქ 9 "გესტჰაუსი" ფუნქციონირებს, რომლებიც 71 ადგილზეა გათვლილი. მესტიაში მოქმედებს სასტუმროებთან არსებული 3 რესტორანი.
სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წლის 9 თვეში მესტიაში 11 ათას 493 ტურისტმა დაისვენა.
უცხოელ ვიზიტორებს შორის სვანეთში დასვენებით წელს ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩეოდენ, რომელთა რაოდენობამ ტურისტების 51 %-ი შეადგინა.
სვანეთი მიმზიდველი აღმოჩნდა ასევე პოლონელი (13%) და გერმანელი (11%) ტურისტებისთვის.
სტატისტუკური მონაცემების თანახმად, სვანეთში წელს ჩეხეთიდან (6%), საფრანგეთიდან (4%), იტალიიდან (2%), აშშ-დან (2%), უკრაინიდან (2%), დიდი ბრიტანეთიდან (2%), თურქეთიდან (1%), ფინეთიდან (1%), კანადიდან (1%), შვეიცარიიდან (1%), სლოვაკეთიდან (1%), ჰოლანდიიდან (1%), ესპანეთიდან (1%) და ავსტრიიდან (1%) ჩამოსულმა ტურისტებმაც დაისვენეს.
ზამთრის პერიოდში მესტიის აეროპორტი 18 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავების მიღებას შეძლებს, ხოლო ზაფხულის პერიოდში აეროპორტს 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება შეეძლება.
მესტიის აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მშენებლობის პროექტზე რამდენიმე ქართული კომპანია მუშაობს და დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.