იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი გახდა.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შვიდივე წევრმა ხმა მას მისცა.
თინათინ ჯავახიშვილი რექტორის თანამდებობის დაკავებამდე თელავის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი იყო. ამასთან, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის" სიით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც გახდა.