ლაგოდეხის რაიონის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკას თითქმის ერთი თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება.
მიზეზი რამდენიმე თვის განმავლობაში დაგროვილი დავალიანებაა, რომელიც 4 ათას ლარს შეადგენს. საავადმყოფოსა და პოლიკლინიკას წყალი შპს. "საქართველოს წყალმა" შეუწყვიტა.
დაწესებულებებში წყლის არარსებობის გამო ანტისანიტარიული ვითარებაა შექმნილი. პაციენტები დახმარებას ითხოვენ.