ლანჩხუთის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. ციტრუსით დატვირთული მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღელეში ჩავარდა.
ელბი ასკეროვი საავადმყოფოშია მოთავსებული. მას მუცლის ღრუს დაზიანებები აღენიშნება. გოგონას სასწრაფო ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა, თუმცა ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გარდა ამისა, შემთხვევის დროს შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღეს მანქანაში მსხდომმა სხვა პირებმაც. მიკროავტობუსს ბავშვის მამა მართავდა. მისი განცხადებით, ავარიის მიზეზი ავტომანქანის სამართავი სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.