ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ თანამეგობრობამ საქართველოსგან ყოველგვარი რისკები გამორიცხა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეფასებისას აღნიშნა.
"თუ პროცესს პოლიტიკურ შეფასებას მივცემთ, ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს უდიდესი მხარდაჭერაა. საქართველოს და ქართველის ხალხის ამ მხარდაჭერით თანამეგობრობამ ყოველგვარი რისკები გამორიცხა. ეს ასევე ძალიან დიდი შეღავათია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავებას", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ამასთან, პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ვიზების საფასური შემცირდება, ასევე მისი გაცემის კონკრეტული ვადა დადგინდება, რომელსაც ბიუროკრატმა არ უნდა გადაცილოს, ხოლო ვიზის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულები იქნებიან აუხსნან, რატომ თქვენს ვიზის მიცემაზე უარი.
გამარტივებული სავიზო რეჟიმი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, სამედიცინო და აკადემიური წრეების წარმომდგენლებს შეეხებათ. ასევე გამარტივებული სავიზო რეჟიმით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლთა ოჯახის წევრებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრობენ.