საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ტერაქტებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაში ჩართვის შეთავაზება კვლავ ძალში რჩება.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"რუსულ მხარეს სრული და დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ბოლო დროს საქართველოში განხორციელბული ტერაქტების შესახებ. ამასთან, გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ქართული მხრიდან რუსეთისთვის ტერაქტებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაში ჩართვის შეთავაზება კვლავ ძალში რჩება", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ამასთან, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-14 რაუნდსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის არაადეკვატური პოზიციისა, საქართველო ხელისუფლება შეთავაზებული სამშვიდობოების ერთგული რჩება, რომელიც სტრასბურგში და ასტანაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა.