საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბადების დღეს ოჯახურ გარემოში აღნიშნავს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერემა, მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელ დღესაც ჩვეულ სამუშაო რეჟიმშია.
"პრეზიდენტი საკუთარ იუბულეს, სავარაუდოდ, ოჯახურ გარემოში და ვიწრო წრეში აღნიშნავს," - განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის პირველი პირების მილოცვებს. მანჯგალაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 43 წელი შეუსრულდა.