21-22 დეკემბერს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ორთვინ ჰენიგი ოფიციალური ვიზიტით თელავს ეწვევა.
ელჩი შეხვდება კახეთის გუბერნატორს, გიორგი ღვინიაშვილს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვასილ დავითაშვილს და თელავის უნივერსიტეტის რექტორს დავით მახაშვილს.
თელავის უნივერსიტეტში ორთვინ ჰენიგი მოინახულებს „ქალაქ ბიბერახის კუთხეს" და მიიღებს ინფორმაციას თელავსა და
ბიბერახს შორის არსებული პარტნიორობის შესახებ.
ელჩი ასევე ეწვევა თელავის მე-9 საჯარო სკოლას, რომელიც გერმანიის პარტნიორი სკოლაა და რომელშიც
გერმანულ ენას გერმანელი მასწავლებელი ასწავლის. ელჩი შეხვდება სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და
მოსწავლეებს. შემდეგ იგი მოინახულებს პროფესიულ სასწავლებელს.
გერმანელი ჯარისკაცების საფლავებს ელჩი გვირგვინით შეამკობს.