ხვალ, 22 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მოაწყობს.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, საჯარო განხილვაზე ნებისმიერ გურჯაანელს შეუძლია მისვლა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.
2011 წლის ბიუჯეტის პროექტს 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, უკვე ლაგოდეხშიც განიხილავენ. მასზე მიწვეული არიან მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.