ხვალ, 21 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან, კობა სუბელიანის უწყების გადაწყვეტილების მიუხედავად, დევნილთა საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება.
აქცია 14:00 საათზეა დაგეგმილი და მასზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს ეპატიჟება.
"ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლების ვადა 15 იანვრამდე იმიტომ გადაწია, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მათ მონაწილეობა არ მიიღონ.
ხელისუფლებას დევნილების მასშტაბური აქციის იმიტომ ეშინია, რომ ნაძვის ხესთან კარვები არ გაიშალოს და დევნილების მასშტაბური აქცია არ მოექცეს საერთშაორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში. ამიტომ მიიღეს დევნილების გამოსახლების ვადების გადაწევის გადაწყვეტილება", - აცხადებს კუკავა.
M
შეგახსენებთ, რომ კობა სუბელიანის უწყების გადაწყვეტილებით, დევნილთა გამოსახლეობის პროცესი 15 იანვრამდე შეჩერდა.