კახეთის ზოგიერთი რაიონიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება გაიზარდა. გურჯაანი - თბილისი 5 ლარის ნაცვლად - 6 ლარი გახდა; თელავი - თბილისი 6 ლარის ნაცვლად - 7 ლარი გახდა; ყვარელი - თბილისი 7 ლარის ნაცვლად - 8 ლარი გახდა, ახმეტა - თბილისი 8 ლარის ნაცვლად - 10 ლარი.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა განუცხადეს, მგზავრობის ღირებულების გაზრდა საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. მათი თქმით, 1 ლიტრი დიზელის ფასმა 1,85 ლარიდან 1,95 ლარამდე აიწია.