დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დევი ოვაშვილი იქნება. ოვაშვილის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. კომიტეტში მოადგილის ადგილზე კი რატი სამყურაშვილი დაინიშნა.
დღეს ბიურომ კომიტეტის დებულებაც დაამტკიცა, სადაც ნათქვამია, რომ დიასპორასა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება დიასპორასა და კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრაა.
შეგახსენებთ, რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტს სახელი გადაერქვა და დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტი ეწოდა.