სავალდებულო სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დასრულდა.
მიმდინარე წელს სამხედრო სამსახურში სულ 6 923 წვევამდელი გაიწვიეს. პროცესი ორგანიზებულად წარმართვის გამო ორი კვირით ადრე დასრულდა.
"გაწვევა სამაგალითოდ ჩავატარეთ, როგორც მოსახლეობას დავპირდით. კონკრეტული გეგმა, რომელიც უწყებების მხრიდან იყო გაწერილი, შესრულებულია", - განაცხადა სამხედრო სამსახურში გაწვევის ცენტრალური კომისიის ხელმძღვანელმა რამაზ ნიკოლაიშვილმა კომისიის სხდომაზე.
მისივე განმარტებით, გაწვევის პროცესი მომავალ წელს უფრო გაუმჯობესდება, რადგან კომისიას ახალ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოუწევს მუშაობა.