თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის ლოცვა-კურთხევით წმინდა ნიკოლოზის ეკლესია განახლდა. ტაძრის მშენებლობა 2008 წელს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით დაიწყო და წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე საზეიმოდ გაიხსნა.
რუისპირის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე მოქმედი იყო. ალავერდის ეპარქიის XVIII საუკუნის ტაძარი 20-ე საუკუნეში დაინგრა. განადგურებული მონასტრის ეზო, ბაღი და სახლი სოფელ რუისპირის მკვიდრმა, ქველმოქმედმა დავით სეხნიაშვილმა აღადგინა.
ამ დროისათის დასასრულებელია ტაძრის მოხატვა, მოძღვარის სახლის მშენებლობა და მარანი, სადაც ღვინო ტრადიციული მეთოდით დამზადდება.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარს სასულიერო პირი მამა რომანოზი უხელმძღვანელებს. ადგილობრივი მრევლის განცხადებით სოფელ რუისპირში, ბიზნესმენ დავით სეხნიაშვილის მხარდაჭერით დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის აღდგენაც იგეგმება.