დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება ყველა დედოფლისწყაროელს შეუძლია.
ჯერჯერობით უცნობია 2011 წლის ბიუჯეტი რამდენი მილიონით განისაზღვრება, თუმცა საკრებულოში ირწმუნებიან, რომ მომავალ წელს ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ყოველ წელს კახეთის რაიონული ბიუჯეტები არასამთავრობო და ოპოზიციური პარტიების პროტესტის მიზეზი ხდება სწორედ გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯები გამო.
მასალის გამოყენების პირობები