რუსეთის სახელმწიფო დუმამ საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც სქესის შეცვლას კრძალავს. იუწყება „რია ნოვოსტი“.
კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ეკრძალებათ სამედიცინო ჩარევები, რომლებიც მიმართულია ადამიანის სქესის შეცვლაზე. გამონაკლისი შესაძლებელია მხოლოდ ბავშვებში თანდაყოლილი ანომალიების შემთხვევაში.
ტრანს-ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების აკრძალვის გარდა, დუმამ დაამტკიცა შემდეგი შემზღუდავი ზომები: ადამიანის პირად დოკუმენტებში არ შევა ცვლილებები სქესის შეცლის შესახებ სამედიცინო ცნობის საფუძველზე.
ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთის, ან ორივეს მხრიდან სქესის შეცვლა ქორწინების ანულირების საფუძველი გახდება;
იმ პირებს, რომლებმაც შეიცვალეს სქესი, აეკრძალებთ ბავშვების შვილად აყვანა და მათზე მეურვეობა.
ჯერ კიდევ 2022 წელს ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ ევროპისა და აშშ-ის ქვეყნებმა დაიწყეს „რელიგიის და ოჯახების ნორმების რადიკალური უარყოფა“.
„ნუთუ ჩვენ გვინდა, რომ რუსეთში დედისა და მამის ნაცვლად იყოს №1 მამა, № 2 მამა და № 3 მამა? სულ გაგიჟდნენ? ნუთუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს სკოლებში დაწყებითი კლასებიდან ბავშვებს თავს მოახვიონ გარყვნილება, რომელიც იწვევს დეგრადაციას და გადაშენებას? - განაცხადა მაშინ პუტინმა.