ოდესის ოლქის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ შავი ზღვი სანაპიროზე გადაადგილებისგან, ტერიტორიაზე საშიში ნარჩენებისა და ფეთქებადსაშიში საგნების დაგროვების გამო, რომელიც კახოვკის ჰიდროელქტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად დნიპრომ გამორიყა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად ნარჩენებისა და ნამსხვრევების დიდი რაოდენობა დნიპროდან შავი ზღვის აკვატორიაში მოხვდა. მისი თქმით, სანაპიროს გასწვრივს დაცურავს დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ხეებისა და სხვადახვა სახის ნამსხვრევების გროვა.
მისივე თქმით, აღმოჩენილია დაღუპული ცხოველებიც. ამის გარდა, წყალს ნაპირზე გამოაქვს ნაღმები, და აუფეთქებელი საბრძოლო მასალები.
ასევე კიპერის თქმით, შესაბამისი სამსახურები აკვატორიის გასუფთავებას უკვე შეუდგნენ. მან ოდესის ოლქის მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ სანაპიროზე სეირნობისგან.