გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას „ფეისბუკში" ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.
„მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!" - წერს თალაკვაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის დახმარებით მიმდინარეობდა ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება.
განცხადების თანახმად, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
"მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის", - აცხადებს შსს.