გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.
ვერტმფრენის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარის შესახებ დეტალები ზუსტდება და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
ფოტო: არქივი