ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ურაინაში გაჩაღებული ომის ფონზე, რუსეთში ფეხს მყარად იკიდებს ავტორიტარული რეჟიმი, რომლისკენაც რუსეთი უკვე დიდი ხანია ისწრაფვის.
რუსეთის დუმა ბოლო კვირებში განიხილავს კანონპროექტს, რუსეთის მოქალაქეებისთვს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძვიან, 20-წლიანი პატიმრობის დაწესების შესახებ. უკრაინაში შეჭრის მოწინააღმდეგეები ასევე დაექვემდებარებიან სისხლის სამართლებრივ დევნას.
იმის მიუხედავად, რომ სოციალურ ქსელებში რუსეთის მოქალაქეების უმეტსეობა მხარს უჭერს "სპეცოპერაციას", მოსახლეობის ნაწილი, როგორც აქტიურად, ისე პასიურად უთანხმოებას გამოხატავს. ლეგიონი "თავისუფალი რუსეთი", რომელიც რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება, უკრაინელი სამხედროების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.
ზოგიერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა, ომის კრიტიკის გამო გავლენა დაკარგა.
ომის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ასევე განსაკუთრებით ძლიერია რუსეთის ბიზნეს-ელიტასა და ოლიგარქიულ წრეებში.
მიგრაციული სამსახურის მონაცემებით, 15 ათასი რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას. მათი ნაწილისთვის მიუღებელია უკრაინაში სასტიკი შეჭრა, ნაწილს კი სურს გაექცეს ანტირუსული სანქციებისგან მიღებულ ფინანსურს ზიანს.
ბრიტანეთის დაზვერვის პროგნოზით, ასეთ გამოსავალი გააღრმავებს გრძელვადიან ზარალს, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ომის გამო ადგება.