საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე "ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიმართავს:
"ეხლა მე მაქვს შეკითხვა "ოცნებასთან": ომი გინდათ?!!!!! თუ თქვენი უმსგავსო პოლიტიკის და გზავნილების შედეგად არ მოგვანიჭებენ ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსს,ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან. სანამ წარუმატებლობას ოპოზიციას გადააბრალებთ კიდევ ერთხელ და უმჯობესია ბევრჯერ გადაიკითხეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია. თუ თქვენთვის ის დამამცირებელი,შეურაცხმყოფელი და სიცრუეა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ის უაღრესად სამართლიანია. ჩვენთვის დამამცირებელი იყო, როდესაც ევროპა შეგნებულად თვალს ხუჭავდა თქვენს გაყალბებულ არჩევნებზე და შანსს გაძლევდათ გამოსასწორებლად.
დღეს მთელი მსოფლიო მიხვდა თუ რა მავნებლები და გადამგდებლები ხართ. ეხლა,რაც შეგეხებათ თქვენ პიროვნულად!
უნდა შეეგუოთ მწარე სიმართლეს: თქვენ ჩაგითრიათ და დაგღუპათ ბიძინა ივანიშვილმა. მასთან ერთად ყოფნა კარგი რომ ყოფილიყო ვერ დამასწრებდით.მე ვიყავი პირველი ვისაც მეპატიჟებოდა და ამაში დიდ ფულსაც მთავაზობდა და დღეს თქვენგან განსხვავებით მე შემიზლია,ჩემს შვილებს,მეგობრებს და საქართველოში ყოველ მოქალაქეს, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ქონდეს, არ შემრცხვეს და თვალებში ჩავხედო.
იმ სიტუაციიდან გამომდინარე,რაც დღეს საქართველოში და მსოფლიოშია ერთადერთი სწორი ნაბიჯია იქნება,რომ გაემიჯნოთ მას.ნუ მიიღებთ საქართველოს უკუსვლაში მონაწილეობას.ბიძინას უკვე არაფერი ეშველება. მას უკვე იმდენი ბოროტება აქვს ჩადენილი,რომ ვერ აცდება სასჯელს ვერც აქ და ვერც საზღვარგარეთ.ნუ აყვებით პრემიერის და მისთანა ხელისბიჭების უაზრო და მავნებლურ განცხადებებს, მათ სხვა გზა აღარ აქვთ და იძულებულები არიან იძახონ სისულეები,რომლისაც თვითონ არ სჯერათ. ნუ გამოუცხადებთ ომს საკუთარ ხალხს და მასთან ერთად თქვენს ოჯახის წევრებს.განსაკუთრებით თქვენს შვილებს. ისინი უდანაშაულოები არინ და მათ ხომ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში.
თუ ომს აირჩევთ იცოდეთ, აუცილებლად დამარცხდებით. მესმის,რომ არის მთავრობის რამოდენიმე წევრი, რომლებსაც უკვე ძალიან შეტოპილი აქვს უმსგავსოებაში,მაგრამ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სახე.
რაც შეეხება სტუდენტებს:
გეთანხმებით, რომ თქვენ გაქვთ პრობლემები,რომელსაც აპროტესტებთ,მაგრამ პირველ რიგში უნდა დაიცვათ თქვენი და მთელი საქართველოს მომავალი.ასე,რომ ჩემო საყვარლებო, მოკიდეთ ხელი თქვენს მეგობრებს და 20 ივნისს 20 საათზე ყველანი უნდა მიხვიდეთ აქციაზე თორემ თუ ამ მთავრობამ გაიმარჯვა,მალე გამოცდებს ჩააბარებთ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიაში და ძალით გათქმევინებენ თუ როგორი ქველმოქმედი, სახელმწიფო მოღვაწე,უაღრესად განათლებული დიდი პოლიტიკოსია და თუ როგორ გადაარჩინა საქართველო ევროპული გარყვნილობისაგან.
ასე, რომ ჩემო მეგობრებო,ეხლა დიდმნიშვნოვლად წყდება საქართველოს ბედი.მ გავერთიანდეთ. თუ აქციაზე ოცნების მხარდამჭერებიც მოვლენ შეურაცხჯოფას ნუ მივაყენებთ.მათი მოსვლა ნიშნავს ,რომ ევროპულ გზაზე თანამოაზერეები ვართ. ღმერთი ჩვენთან!!!", - წერს ბურჭულაძე.