ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ სევეროდონეცკი მედგრად დგას და აქვს ყველს შანსი სწრაფად გათავისუფლდეს ოკუპანტებისგან. ამის შესახებ გაიდაი Telegram-ზე იუწყება.
სევეროდონეცკი მედგრად დგას და აქვს ყველა შანსი სწრაფად გათავისუფლდეს. დამცველები წარმატებით ატარებენ ლოკალურ ოპერაციებს, აჰყავთ ტყვეები, აქვთ ყველა საჭიროება, რათა განდევნონ ორკები საოლქო ცენტრიდან“, - ამბობს გაიდაი.
მისი თქმით, ზოგიერთ პოზიციაზე უკრაინელი დამცველები მტერს პოზიციებიდან დევნიან. მისივე თქმით, 1-ელ ივნისს უკრაინელებმა 6 ოკუპანტი დაატყვევეს.
ასევე გაიდაი აღნიშნავს, რომ სიტუაცია მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი. რუსები ცდილობენ უკრაინის დაცვის გარღვევას ყველა მიმართულებით. ლისიჩანსკიზე გასვლას რუსი ოკუპანტები ცდილობენ პოპასნიას, კამიშევისა და ბელოგოროვკის მხრიდან, რათა მოწყვიტონ „ლისიჩანსკი-ბახმუტის მაგისტრალი.
ოკუპანტების შეტევის პრიორიტეტული მიმართულება სევეროდონეცკია.
ქალაქსა და თემების სოფლებში დარჩენილია 15 ათასამდე ადამიანი. სევეროდონეცკიდან ევაკუაცია შეჩერებულია. ყველა დასახლებული პუნქტი გამუდმებით მტრის ცეცხლის ქვეშაა.ლისიჩანსკს უკრანა აკონტროლებს.
გაიდაის თქმით, რუსი სამხედროები არ ჩერდებიან, ისინი ბევრნი არიან და აგრძელებენ გამუდმებით ოლქის განადგურებას.