ეკლესია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანის და შეწყალების საკითხზე მსჯელობდა, თუმცა მთავარი ხალხის განწყობაა - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
მისი თქმით, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტი იქაა, სადაც უნდა იყოს.
"შევხედოთ ხალხის მდგომარეობას. ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არ გასამართლდა. ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეგ ადამიანი არის იქ, სადაც უნდა იყოს. გულსატკენი ის არის, რომ ჩვენ კანონი და ის კი არ გვაინტერესებს, რაღაც განწყობებია ადამიანებში და ფიქრობენ, რომ სამართლიანია", - ამბობს იაკობი.