პარტია "ლელოს" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას შარლ მიშელის შეთანხმებაშ დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ამავდროულად, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაასაჯაროოს 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში ვიზიტის დროს მიიღო.
"მივმართავ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ დაუყოვნებლივ მიშელის შეთანხმებაში, შევქმნათ ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც მიშელის შეთანხმების აღდგენის შემდეგ გაემგზავრება ვიზიტით ბრიუსელში და დაარწმუნებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ არ წაართვან ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავლის შანსი. მოვუწოდებ დაუყოვნებლივ, დღესვე გაასაჯაროოს ხელისუფლებამ 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც მიიღო ღარიბაშვილმა ევროკავშირში მისი ვიზიტის დროს, სადაც არის დიდი ჩამონათვალი პრობლემების, რომლებიც დღეს არსებობს ხელისუფლების მხრიდან დაუყონებლივ გადასაჭრელად, ეს უკავშირდება რა თქმა უნდა მართლმსაჯულების რეფორმას პოლიტიკურ მდგომარეობას ქვეყანაში და ბევრ სხვა ვალდებულებას, რომლებიც შეუსრულებელია დღემდე", - განაცხადა სამადაშვილმა.