ვფიქრობ, დრო მოვიდა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების საკითხი წამოვჭრათ - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.
პავილიონიის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ არ აღმოჩნდეს ევროპისკენ მიმავალ მატარებელზე.
"ჩვენ უკვე დავიღალეთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის იმის ახსნით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, არ აპატიმრებდე პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციური არხების ხელმძღვანელებს და არ უარყოფდე საგზაო რუკებს. სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დრო ასე მნიშვნელოვანია, როდესაც ძალიან მალე ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ არ აღმოჩნდეს ევროპისკენ მიმავალ ამ მატარებელზე. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის განზრახვა თავიდანვე ის იყო, საქართველოსთვის ევროპული გზა ჩაეკეტა და ახლა, მე ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა, მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების საკითხი წამოვჭრათ. იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ყველა იმ რეფორმამ, რომელიც თქვენ გაატარეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, თქვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმაღლეს ეშელონებში დააყენა. სწორედ ამიტომ მოახდინა პუტინმა 2008 წელს ომის პროვოცირება, მან ვერ აიტანა ის, რომ საქართველო სრულიად აკმაყოფილებდა ევროინტეგრაციის მოთხოვნებს", - ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი.
თარგმანი: "მთავარი არხი"