საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება.
"დახურეთ ყველა ალტერნატიული სიტყვის/აზრის ტელევიზია! დაიჭირეთ მათი პატრონები ჩაკეტეთ ქვეყანა და გამოაცხადეთ ბატონყმობა!", - წერს მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში.
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.