უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მან ქალაქ იზიუმთან, კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.
რუსეთთან ომს შეეწირნენ: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა.