ამ ეტაპისთვის პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საჭირო არ არის - თუ ეს საჭიროება დადგება, ამის მზადყოფნაც იქნება და ეს განხორციელდება, - აცხადებს "ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მისი განმარტებით, გუშინ, როდესაც ზოგიერთი მედიასაშუალების და მისი მხარდამჭერების მხრიდან იყო გაჟღერებული, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში იყო პატიმარი სააკაშვილი და აღმოჩნდა, რომ ის იქ არ იმყოფებოდა და სხვა პატიმარი იყო.
"ეს არის ის არასწორი მიდგომა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ. რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა პატიმრის მდგომარეობა როგორია, ამაზე სამწუხაროდ, არც მედიასაშუალებები და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ დაინტერესებულან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.