ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც უნდა დაუწესდეს.
მისი თქმით, გავრცელებუი აუდიოჩანაწერები, რომელიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის საუბარს ასახავს, "პუტინის რეჟიმთან ივანიშვილის კავშირებზე" მიანიშნებს.
"ერთი ოლიგარქის მსგავსი გავლენა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, ჩემთვის უკიდურესად რთული გასაგებია. ჩემი პოლიტიკური და ეკონომიკური ცოდნა აჩვენებს, რომ ეს გავლენა უკიდურესად საზიანოა. რა თქმა უნდა, ვიცით ასეთი გავლენების და მათი ეფექტის მაგალითები. მოლდოვის შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ ვნახეთ, რომ პლახოტნიუკის როლი და პოზიცია მსგავსი იყო და ძალიან აუარესებდა ქვეყნის ფუნქციას და პოზიციონირებას. მონოპოლიური ოლიგარქიის აღმოფხვრა იყო საფუძველი პლურალიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობ, იგივე პრობლემა უნდა გადაწყდეს საქართველოშიც.
მე წარვადგინე თხოვნა [ევროკომისიის] ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის მიმართ, რაც მიუთითებს მსგავს პრობლემატიკაზე, რაზეც მსგავსად ფიქრობს უკრაინული ელიტის ნაწილიც, რომ საერთაშორისო სანქციები ივანიშვილის მიმართაც უნდა დაწესდეს და ეს ჩანაწერი მარტივად ამხელს ამ პრობლემებს და მიუთითებს ივანიშვილის კავშირებზე პუტინის რეჟიმთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩემს სრულ სურათს წარმოაჩენს ივანიშვილის როლის შესახებ, მე არ ვაკეთებ აქცენტს მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაზე. ვფიქრობ, რომ ამ ქეისის გარდა შემთხვევები ბევრია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კი, ეს შემთხვევა ზუსტად აჩვენებს, თუ რამდენადაა ივანიშვილი ჩართული კრემლის რეჟიმის ოპერაციებში", - თქვა ფოტიგამ.
თარგმანი: ტელეკომპანია "ფორმულა"